saqarTvelos yureebi - biWvinTis yure

 

ყურე აფხაზეთში, შავი ზღვის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. ბიჭვინთის ყურის დასავლეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 50 მ აღწევს, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 20 მ. ყურეს დასავლეთიდან და ჩრდილოეთ-დასავლეთიდან ეკვრის ბიჭვინთის კონცხი ფართო პლაჟით, ჩრდილოეთიდან და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან - მიუსერის მაღლობი, რომელიც ზღვაში ციცაბოდ ეშვება.